აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ავღანეთში ჩავიდა

10:22, 07.09.2018

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო reuters-ი ავრცელებს.

მეტისს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიის ახალ მეთაურ ოსტინ სკოტ მილერთან.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა „თალიბანთან“ მოლაპარაკებაში მიღწეული პროგრესი იქნება.

ავღანეთში ეს ჯეიმს მეტისის რიგით მეოთხე ვიზიტია.

მსგავსი