აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ აშშ სირიაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის მონაცემების შეფასების პროცესშია
აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ აშშ სირიაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის მონაცემების შეფასების პროცესშია

აშშ გასულ უქმეებზე სირიაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის მონაცემების შეფასების პროცესშია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.

კითხვაზე, აქვთ თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ძალების თავდასხმაში დადანაშაულებისთვის, მეტისმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აფასებენ სადაზვერვო ინფორმაციას, როგორც საკუთარს, ისე მოკავშირეების მიერ მიწოდებულს.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის შეიარაღებული სამხედრო პასუხისთვის მზად არიან.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში რუსეთის მიმართ გამაფრთხილებელი გზავნილი გამოაქვეყნა.

„რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს და გაანადგურებს. მოამზადე, რუსეთო, რადგან ისინი მოდიან, შესანიშნავები, ახლები და „ჭკვიანები“. თქვენ არ უნდა იყოთ გაზით გამგუდავი მხეცის პარტნიორი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს და ეს სიამოვნებს“, – წერს დონალდ ტრამპი Twitter-ში​.