აშშ-მა სოლსბერიში ქიმიური თავდასხმის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა
აშშ-მა სოლსბერიში ქიმიური თავდასხმის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

აშშ-მა სოლსბერიში ქიმიური თავდასხმის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას სანქციების დაწესებაზე, რომელიც 2018 წელს, ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება.

თეთრ სახლს კონგრესიდან ორივე პარტიისგან მხარდაჭერილი წერილი გაუგზავნეს, რომელთა ავტორები დემოკრატი ელიოტ ენჯელი და რესპუბლიკელი მაიკლ მაქკოლი არიან. წერილში კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს მოუწოდეს, დაეკისრებინა სრული პასუხისმგებლობა რუსეთზე, ევროპაში ქიმიური იარაღის უხეში გამოყენებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესმენებს განუმარტა, რომ მისი ბრძანება ავალებს ფინანსთა მინისტრს, სახელმწიფო მდივანთან კონსულტაციით იმოქმედოს ქიმიური იარაღის შესახებ კანონის შესაბამისად. საუბარი ეხება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ამ ქვეყნისთვის სესხების მიცემის, ასევე ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროცესის შეფერხებას.

დატოვე კომენტარი