ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, აშშ სლოვაკეთს 14 ერთეულ F-16-ის ტიპის ავიაგამანდგურებელს მიყიდის.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის საფასური 2 მლრდ. 91 მილიონი დოლარია.
სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო უწყებას შვედური JAS 35 Gripen-ის შეძენაც სურს.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი, პიტერ გაიდოშის თქმით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების სრულ მოდერნიზაციას ფინანსების ნაკლებობა აფერხებს.