აშშ სლოვაკეთს F-16-ის ტიპის ავიაგამანდგურებლებს მიყიდის
აშშ სლოვაკეთს  F-16-ის ტიპის ავიაგამანდგურებლებს მიყიდის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, აშშ სლოვაკეთს 14 ერთეულ F-16-ის ტიპის ავიაგამანდგურებელს მიყიდის.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის საფასური 2 მლრდ. 91 მილიონი დოლარია.

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო უწყებას შვედური JAS 35 Gripen-ის შეძენაც სურს.

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი, პიტერ გაიდოშის თქმით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების სრულ მოდერნიზაციას ფინანსების ნაკლებობა აფერხებს.