პენტაგონმა სირიაზე მიტანილი იერიშების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა. ინფოგრაფიკაში დეტალურად არის ნაჩვენები აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების სამი სამიზნე. მათ შორის არის კვლევითი ცენტრი. სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ, ასევე ამ იარაღის საცავი და ბუნკერი. ფოტოებზე ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყურებოდა შენობები მანამდე და სარაკეტო დარტყმების შემდეგ.
სირიაში განხორციელებული იერიშის შედეგების ამსახველი სატელიტით გადაღებული ფოტოები გაავრცელა Washington Post-მა და Fox News-მა.
როგორც პენტაგონში განაცხადეს, სირიის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რომელთა უმრავლესობამ სამიზნე გაანადგურა.