აშშ-ში შტორმ „ფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა
აშშ-ში შტორმ „ფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა

აშშ-ში შტორმფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. სტიქია აშშ-ის ორ შტატს, სამხრეთ კაროლინას და ჩრდილოეთ კაროლინას დაატყდა თავს.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე ამ დროისთვის შესუსტებულია და საათში 75 კილომეტრს აღწევს. ამის მიუხედავად, ამ დრომდე რჩება ძლიერი წყალდიდობის საფრთხე, რადგან ძლიერ ქარს თან დიდი რაოდენობით ნალექი ახლავს.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის 27 ათასზე მეტი მცხოვრები დროებით თავშესაფარში იმყოფება. 500 ათასზე მეტი სახლი და საწარმო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.