აშშ-ში შტორმ „ფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. სტიქიის ეპიცენტრი ამ დროისთვის ორ შტატში, ჩრდილოეთ კაროლინასა და სამხრეთ კაროლინაშია.
CNN-ის ინფორმაციით, შტორმი „ტროპიკული დეპრესიის“ კატეგორიამდე შემცირდა და ქარის სიჩქარე მცირედით შესუსტდა, მაგრამ სტიქიას თან ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ახლავს.
სტიქიის ზონაში მაშველებმა 900-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. 15 000 მოქალაქე დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის ელექტროენერგია მილიონზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტებში მდინარეების დონე რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიით დაზარებულ რეგიონებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ჩასვლას.