აშშ-ში შტორმ „ფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
აშშ-ში შტორმ „ფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

აშშ-ში შტორმ „ფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. სტიქიის ეპიცენტრი ამ დროისთვის ორ შტატში, ჩრდილოეთ კაროლინასა და სამხრეთ კაროლინაშია.

CNN-ის ინფორმაციით, შტორმი „ტროპიკული დეპრესიის“ კატეგორიამდე შემცირდა და ქარის სიჩქარე მცირედით შესუსტდა, მაგრამ სტიქიას თან ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ახლავს.

სტიქიის ზონაში მაშველებმა 900-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. 15 000 მოქალაქე დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის ელექტროენერგია მილიონზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტებში მდინარეების დონე რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიით დაზარებულ რეგიონებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ჩასვლას.