აშშ-ში სასამართლოს შენობაში სროლის დროს ოთხი ადამიანი დაიჭრა. ინციდენტი პენსილვანიის შტატის ქალაქ მეისონთაუნში მოხდა.
უცნობი მამაკაცი სასამართლოს შენობაში შევიდა და უმისამართო სროლა დაიწყო. შედეგად ორი ქალი და ორი მამაკაცი დაშავდა. პოლიციამ საპასუხო სროლისას თავდამსხმელი მოკლა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული. მისი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო.