აშშ-ში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სამს მიაღწია.
ვაშინგტონის შტატში ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა. რამდენიმე ვაგონი ხიდიდან ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. ავარია სიეტლიდან 64 კილომეტრში მოხდა. მატარებლის სიჩქარე 128 კმ/სთ-ს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ Amtrak-ის სარკინიგზო შემადგენლობამ დღეს პირველად გაიარა ახალ ხაზზე, რომლის მშენებლობაც 180 მილიონი დოლარი დაჯდა.
ავარიის დროს მატარებელში 80-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.
მომხდარის შემდეგ შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს, სარკინიგზო ხაზის სიახლოვეს მდებარე გზატკეცილებზე ავტომობილებით გადაადგილებას მოერიდონ.