ვაშინგტონის შტატში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

ვაშინგტონის შტატში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. როგორც Fox News-ი იტყობინება, მატარებლის სულ მცირე ერთი ვაგონი ხიდიდან გადავარდა და ავტომაგისტრალს დაეცა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე სარკინიგზო ინციდენტის შედეგად გამოწვეული საცობი ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

მატარებელი კანადის ქალაქ ვანკუვერიდან ორეგონის შტატში მიემართებოდა.