აშშ-ში, საერთო ჯამში 100-ზე მეტი ხანძარია- მეხანძრეებს არმიის პერსონალი და პატიმრები ეხმარებიან
აშშ-ში მასშტაბური ხანძრის ექვსი ახალი კერა განჩნდა.
ამჟამად აშშ-ში, საერთო ჯამში 100-ზე მეტი ხანძარია. ადგილობრივი ხელისუფლება ცეცხლის ახალი კერების გაჩენას კიდევ ელოდება და მიზეზად მშრალ ამინდს ასახელებს.
აშშ-ის მასშტაბით, ხანძრის კერებს, რომელიც 648 ათას ჰექტარზეა გავრცელებული, 30 ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის.
სტიქიასთან ბრძოლას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის ხელს.
ყველაზე მეტად კალიფორნიის შტატი დაზარალდა. სამხრეთ კალიფორნიაში 21 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მეხანძრეებს აშშ-ის არმიის პერსონალი და 1000-ზე მეტი პატიმარი ეხმარება.
მეხანძრეები აშშ-ში ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდანაც ჩავიდნენ.