აშშ-ში რუსეთის ელჩი - რუსეთის საელჩოს აშშ-სგან მოსკოვში შესაძლო ტერორისტულ თავდასხმაზე არანაირი გაფრთხილება არ მიუღია
აშშ-ში რუსეთის ელჩი - რუსეთის საელჩოს აშშ-სგან მოსკოვში შესაძლო ტერორისტულ თავდასხმაზე არანაირი გაფრთხილება არ მიუღია

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს აშშ-ისგან მოსკოვში შესაძლო ტერორისტულ თავდასხმაზე არანაირი გაფრთხილება არ მიუღია. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„ჩვენ წინასწარ არანაირი ინფორმაცია ან შეტყობინება არ მიგვიღია“, – აღნიშნა ანტონოვმა.

მარტის დასაწყისში ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ განაცხადა, რომ აკვირდებოდა ცნობებს მოსკოვში დიდ შეკრებებზე „ექსტრემისტების“ თავდასხმების გეგმების შესახებ.

„ჩვენ ამას მივაქციეთ ყურადღება, მაგრამ მე არ მქონია კონტაქტი არც თეთრ სახლთან და არც სახელმწიფო დეპარტამენტთან ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანტონოვმა.

ცნობისთვის, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ „ამ თვის დასაწყისში აშშ-ის მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, პოტენციური სამიზნეს ფართო შეკრებები, მათ შორის კონცერტები წარმოადგენდა, რამაც უბიძგა სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოეცა საჯარო გაფრთხილება რუსეთში მყოფი ამერიკელებისთვის. აშშ-ის მთავრობამ ასევე გაუზიარა ეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ამას „გაფრთხილების ვალდებულების“ პოლიტიკა ითვალისწინებს“.