აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში გამოიძახეს. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, ანატოლი ანტონოვი დაიბარეს რათა „რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ანალიზზე კონსულტაციების გაიმართოს.“
„აშშ-ში რუსეთის ელჩი მოწვეულია მოსკოვში კონსულტაციებზე, რათა გავაანალიზოთ სიტუაცია, რა გავაკეთოთ და საით ვიმოძრაოთ აშშ-სთან ურთიერთობების კონტექსტში“, – განაცხდა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა და განაცხადა, რომ პუტინი საფასურს გადაიხდის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევისთვის.