აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსს“ 43 ადამიანი ემსხვერპლა – იუწყება Associated Press.
ქარიშხალმა განსაკუთრებით დააზარალა სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინა. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის 17 ოლქში გადაკეტილია გზები და მძღოლებს მოუწოდებენ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ამ ტერიტორიებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს „ფლორენსი“ 14 სექტემბერს დაატყდა თავს.