აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ თვითმკვლელმა პირმა მოაწყო
აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ თვითმკვლელმა პირმა მოაწყო

აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მომხდარი აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა პირმა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ სამართალდამცავი ორგანოს ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი. გამოძიების ფედერალური ბიუროს თქმით, საქმის სხვა ეჭვმიტანილი არ იძებნება. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ქალაქ ნეშვილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. საქმის მოკვლევაში გამოძიების ფედერალური ბიუროს 250-მდე თანამშრომელია ჩართული. დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ტენესის შტატში, ქალაქ ნეშვილის ცენტრში, ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა და ათობით შენობა დაზიანდა.