აშშ-ში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა გაორმაგდა
აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმა გაორმაგდა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევა 500 დოლარის ოდენობით ჯარიმით დაისჯება, განმეორების შემთხვევაში კი, მოქალაქეს 3 000 დოლარამდე თანხის გადახდა მოუწევს.
აშშ-ის პრეზიდენტმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოების ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის აცრა სავალდებულო გახდება. ამასთან ერთად, კომპანიებს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, თანამშრომლების აცრას ან რეგულარულ კოვიდტესტირებას დაავალდებულებენ.
აშშ-ში მოსახლეობის 25%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი ჯერ არ აცრილა.