აშშ-ში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა
აშშ-ში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეები ყველა რთული პერიოდი იქნება.

აშშ პანდემიის შედეგად მსოფლიოში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. აქ ბოლო 24 საათში თითქმის 200 000 ახალი ინფიცირებული და 2 753 ლეტალური შემთხვევა აღრიცხეს. ქვეყანა ვაქცინაციის დაწყებას, დეკემბრის შუა რიცხვებიდან გეგმავს.