აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 70 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის საერთო შემთხვევების რაოდენობა 3,6 მილიონს აჭარბებს.
გარდაიცვალა 139 ათასზე მეტი ინფიცირებული.
ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ტეხასში, ფლორიდასა და არიზონაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ტეხასში „კოვიდ-19“-ით 174 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან შტატისთვის რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.