აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 545 237 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსის გავრცელების მასშტაბით, ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

აშშ-ში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის კამპანია.

ამ დროის მონაცემებით, ათვისებულია 130 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა.