აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 17 მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 17 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 17 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, აშშ-ში დღემდე „კოვიდ 19“ 17 011 532 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები კალიფორნიის, ტეხასის და ფლორიდას შტატებშია. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს 308 098 ადამიანი ემსხვერპლა.