აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთში ვირუსით დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს. 31 მარტის მონაცემებით, აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 3500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც „ასოშიეთედ პრესი“ იუწყება, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ნიუ იორკშია აღრიცხული. ნიუ იორკში მდებარე რამდენიმე დარბაზი საველე ჰოსპიტალად გადააკეთეს, რათა საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს.

„კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში ახლა 39 000-ს აჭარბებს. ინფიცირებულია 800 000.