აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 63 ათასს გადააჭარბა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსის შედეგად 2035 ადამიანი დაიღუპა.
24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 29 625 ადამიანს.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის ინფექცია 1 069 534 ადამიანს დაუდასტურდა.