აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 63 ათასს გადააჭარბა

07:44, 01.05.2020

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 63 ათასს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსის შედეგად 2035 ადამიანი დაიღუპა.

24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 29 625 ადამიანს.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის ინფექცია 1 069 534 ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი