აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 225 ათასს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 225 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 225 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან ინფიცირებულთა რაოდენობამ აშშ-ის ტერიტორიაზე 8,6 მილიონს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 43 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად გამოწვეულ დაავადებას მილიონ 152 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში გლობალურად ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ 24 საათში საშუალოდ 400 ათასით იმატებს.

ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთში, საფრანგეთში, არგენტინაში, ესპანეთში, კოლუმბიაში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია.

დატოვე კომენტარი