ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით უკვე 150 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის პირველი ლეტალური შემთხვევა აშშ-ში 29 თებერვალს დაფიქსირდა. 23 აპრილს ქვეყენაში „კოვიდ-19“-ით 50 ათასი ადამიანი იყო გარდაცვლილი, 27 მაისს კი 100 ათასი.
პირველი ლეტალური შემთხვევიდან 73-ე დღეს ამერიკაში ვირუსით 150 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 4 396 030 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.