აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა

00:38, 30.07.2020

​ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით უკვე 150 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას სიენენი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის პირველი ლეტალური შემთხვევა აშშ-ში 29 თებერვალს დაფიქსირდა. 23 აპრილს ქვეყენაში „კოვიდ-19“-ით 50 ათასი ადამიანი იყო გარდაცვლილი, 27 მაისს კი 100 ათასი.

პირველი ლეტალური შემთხვევიდან 73-ე დღეს ამერიკაში ვირუსით 150 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 4 396 030 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი