აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების მონაცემებით, აშშ-ზე მსოფლიოში პანდემიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობის 15 პროცენტი მოდის. სულ გლობალური მასშტაბით „კოვიდ-19“-ით დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ვაქცინაციასთან ერთად აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.