აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა

00:22, 15.06.2021

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების მონაცემებით, აშშ-ზე მსოფლიოში პანდემიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობის 15 პროცენტი მოდის. სულ გლობალური მასშტაბით „კოვიდ-19“-ით დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ვაქცინაციასთან ერთად აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.

მსგავსი