აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 101 ათასს გასცდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, აშშ-ში ეპიდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“-ს უკვე 101 562 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი დღემდე მილიონ შვიდასი ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პარალელურად, იმატებს დაავადებისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც. აშშ-ში კორონავირუსი უკვე 400 000-მდე ადამიანმა დაამარცხა. კორონავირუსით ინფიცირების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობით, აშშ-ში მსოფლიოში პირველ ადგილზეა.