აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 101 ათასს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 101 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 101 ათასს გასცდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, აშშ-ში ეპიდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“-ს უკვე 101 562 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი დღემდე მილიონ შვიდასი ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პარალელურად, იმატებს დაავადებისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც. აშშ-ში კორონავირუსი უკვე 400 000-მდე ადამიანმა დაამარცხა. კორონავირუსით ინფიცირების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობით, აშშ-ში მსოფლიოში პირველ ადგილზეა.