აშშ-ში კორონავირუსის საფრთხის გამო ასეანის სამიტი გადაიდო
აშშ-ში კორონავირუსის საფრთხის გამო ასეანის სამიტი გადაიდო

აშშ-ში კორონავირუსის საფრთხის გამო ასეანის სამიტი გადაიდო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფრომაციაზე დაყრდნობით იუწყება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტი ლას ვეგასში, 14 მარტს უნდა გამართულიყო.

ასეანის სამიტთან ერთად გადაიდო თეთრ სახლში ავსტრიის კანცლერის ვიზიტიც, რომელიც ვაშინგტონში, 3 მარტს იგეგმებოდა.

ახალი ტიპის კორონავირუსი, რომლის კერაც ჩინეთია, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატებიც. ბოლო მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით ვირუსით 85 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. დაიღუპა 2 924 პირი. ამასთან, კორონავირუსისგან განკურნება 40 ათასამდე ადამიანმა შეძლო.