აშშ-ში კორონავირუსის 64 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 084 პაციენტი გარდაიცვალა
აშშ-ში კორონავირუსის 64 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 084 პაციენტი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 64 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 084 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 27 639 538 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 485 332 ადამიანი.