აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 24 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 840 ადამიანი.
შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გლობალური მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევებს აღრიცხავს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 116 962 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით დაავადდა 2 137 707 ადამიანი. აქედან 583 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელებულია.