აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 177,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 488 პაციენტი. 21 ნოემბრის მონაცემებთან შედარებით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირებულია. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 12 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 255,000-ზე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.