აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 130 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერი“ წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა 14 შტატში დაფიქსირდა.
ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.