აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის რეკორდული, 60 500 შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის რეკორდული, 60 500 შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 60 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ეს აშშ-ისთვის ერთი დღის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებელია.

აშშ-ის 50 შტატიდან 41-ში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები მზარდია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კი ფლორიდის, ტეხასის, კალიფორნიისა და არიზონას შტატებშია.

ბოლო ერთ დღეში ფლორიდაში „კოვიდ-19“-ის 9 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 120 ადამიანი გარდაიცვალა.

ფლორიდაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ საჯაროვდება, მაგრამ მიმდინარე კვირაში ფლორიდის 40-ზე მეტი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწია.

დატოვე კომენტარი