საარჩევნო უბნები კენტუკისა და ინდიანას შტატებში დაიხურა
კენტუკისა და ინდიანას შტატებში საარჩევნო უბნები დაიხურა.
უახლოეს საათებში სხვა შტატებშიც დასრულდება კენჭისყრა და არჩევნების შედეგების გამოქვეყნება დაიწყება.
„ასოშიეთედ პრესის“ (AP) ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ „შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ქვეყანაში არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და მომავლის მიმართ პესიმისტურად არის განწყობილი“.
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მოქალაქეები კონგრესის წევრებს ირჩევენ, ზოგიერთ შტატში კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. ეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების შემდეგ პირველი მასშტაბური ეროვნული არჩევნებია. ამ არჩევნების შედეგებით დაკომპლექტდება წარმომადგენელთა პალატის 435-ვე ადგილი, სენატის 100 მანდატიდან 35, ხოლო 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ.
აშშ-ს არჩევნების ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა არ აქვს. თითოეული შტატი თავად განსაზღვრავს კენჭისყრისა და ხმების დათვლის წესებს. მოქალაქეებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე წინასწარი კენჭისყრით ან ფოსტით.