პოლონეთის რამდენიმე ქალაქში სასამართლო სისტემაში ჩარევის წინააღმდეგ მდუმარე საპროტესტო აქციები გაიმართა

02:06, 04.11.2026

პოლონეთის რამდენიმე ქალაქში მდუმარე საპროტესტო აქციები გაიმართა.

დემოკრატიის დაცვის კომიტეტის (KOD) ორგანიზებით გამართული აქციების ლოზუნგი იყო „შუქი ტრიბუნალისთვის“ და  სასამართლო სისტემაში ჩარევის წინააღმდეგ გახლდათ მიმართული.

ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლის წინ გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში პოლონეთის თეთრ-წითელი დროშები და სანთლები ეკავათ. მათ ბანერებზე გამოტანილი იყო ლოზუნგები იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც, მომიტინგეების შეფასებით, კანონს არღვევენ ან სხვებსაც მისი დარღვევისკენ უბიძგებენ.

პოლონურ მედიასთან საუბრისას აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალი არცერთი პარტიის, მთავრობისა თუ პრეზიდენტის საკუთრება არ არის და მისი დანიშნულება კონსტიტუციის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა.

მსგავსი