დონალდ ტრამპი – „ფოქს ნიუსის“ რეიტინგი მკვეთრად, 27%-ით შემცირდა, რადგან ტელეკომპანია ზედმეტ დროს უთმობს „ტრამპით შეპყრობილი“ დემოკრატების გაშუქებას, პრობლემა მათშია და არა ჩემში

04:47, 04.11.2026

„ფოქს ნიუსის“ რეიტინგი მკვეთრად, 27%-ით შემცირდა, რადგან ტელეკომპანია ზედმეტ დროს უთმობს „ტრამპით შეპყრობილი“ დემოკრატების გაშუქებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გასაკვირი არ არის, რომ არხის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა და კიდევ უფრო შემცირდება.

„ყველა ის ადამიანი, რომელიც ადრე „ფოქს ნიუსს“ უყურებდა და ახლა აღარ უყურებს, ხვდება, რაშიც არის საქმე. პრობლემა მათშია და არა ჩემში – ჩემი მაჩვენებლები იმაზე უკეთესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. CNN-ის ახალ გამოკითხვაში ნათქვამია, რომ რესპუბლიკელებს შორის „ტრამპის“ მხარდაჭერა 99%-ს შეადგენს, ხოლო რესპუბლიკელ პრეზიდენტებს შორის ტრამპის ეს მაჩვენებელი 53%-ია.

შედარებისთვის, რონალდ რეიგანის მაჩვენებელი 18%-ია, აბრაამ ლინკოლნის კი – 8%. Fox-მა ეს იცის და სხვებმაც კარგად იციან! გარდა ამისა, რატომ ხარჯავს Fox Corporation ამდენ ფულს ყველაზე უარესი კანდიდატებისა და ორგანიზაციების დაფინანსებაზე, მათ შორის ჰაკიმ ჯეფრისის, ჯეიმი რასკინის, ტედ ლიუს, პიტ აგილარის, კალიფორნიის დემოკრატიული პარტიის, დემოკრატიული კონგრესის საარჩევნო კომიტეტის, დემოკრატიული სენატორული საარჩევნო კომიტეტის, კონგრესის შავკანიანთა ჯგუფის პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტის, CHC Bold PAC-ისა და ახალი დემოკრატიული კოალიციის სამოქმედო ფონდის დასაფინანსებლად? გასაკვირი არ არის, რომ „ფოქსს ნიუსის“ რეიტინგი კატასტროფულად ეცემა და კიდევ უფრო შემცირდება. რეიტინგი იმიტომ კი არ ეცემა, რომ მე არ მოვწონვარ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ჩემს წინააღმდეგ არიან განწყობილი! ეს ერთხელ უკვე მოხდა და Fox კინაღამ დაინგრა. ისევ იგივე მეორდება!“, – წერს ტრამპი.

მსგავსი