ამერიკელმა სენატორებმა – შელდონ უაიტჰაუსმა და ორინ ჰეტჩმა საერთაშორისო ტურნირებზე დოპინგის გამოყენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს, – იტყობინება CNN. კანონპროექტმა ამგვარი სახელწოდება მიიღო – „როდჩენკოვის აქტი“.
სენატორები მოითხოვენ, რომ დოპინგ-დანაშაულისთვის სპორტსმენები მკაცრად უნდა ისჯებოდნენ. მათი ჩანაფიქრით, ეს კანონი იმოქმედებს ყველა ამერიკელ სპორტსმენზე, რომლებიც საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ, აგრეთვე, მათზე, ვისაც აშშ-ის ფირმები აფინანსებენ.
სასჯელი იქნება ჯარიმა ერთი მილიონი დოლარის ფარგლებში და 10 წლამდე ვადით პატიმრობა.