აშშ-ში დეკემბრის პირველ ხუთ დღეში კორონავირუსის ერთი მილიონი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში დეკემბრის პირველ ხუთ დღეში კორონავირუსის ერთი მილიონი შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დეკემბრის პირველ ხუთ დღეში „კოვიდ-19“-ის ერთი მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეოთხე დღეა, ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის 200 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. სიენენის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი ლაბორატორიულად 200 067 ადამიანს დაუდასტურდა და 2 189 კოვიდინფიცირებული დაიღუპა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 14 567 529 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 281 121 ადამიანი.