აშშ-ში ჩინეთის ელჩი - ლი ვენლიანი თავდადებული ექიმი იყო, მადლიერი ვართ იმისათვის, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში გააკეთა
აშშ-ში ჩინეთის ელჩი - ლი ვენლიანი თავდადებული ექიმი იყო, მადლიერი ვართ იმისათვის, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში გააკეთა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის ელჩი ქუი ტიანკაი ჩინელი ექიმის, ლი ვენლიანის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

დიპლომატმა განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

„ის თავდადებული ექიმი იყო. ძალიან მადლიერი ვართ იმისათვის, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში გააკეთა“, – წერს ელჩი.

ექიმი ლი ვენლიანი ჩინეთში გუშინ გარდაიცვალა. როგორც ჩინური მედია აცხადებს, ექიმი უხანის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსით დაიღუპა. სწორედ ვენლიანი იყო ის ექიმი, რომელიც საზოგადოებას ახალი ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აფრთხილებდა. ამის გამო ექიმი პოლიციაშიც დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.