აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 389 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 389 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 389 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 110 679 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 26 431 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 446 744-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.