აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 283 204 შემთხვევა აღირიცხა
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 283 204 შემთხვევა აღირიცხა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 283 204 შემთხვევა აღირიცხა. ვირუსს 3 456 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან სულ აღრიცხულია „კოვიდ19“-ით ინფიცირების 21 მილიონ 862 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 368 773-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.