აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 68 419 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 366 ადამიანი
აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 68 419 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 366 ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 68 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 2 366 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 27 825 043 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 490 447 პირი.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 56 281 827 ადამიანს ჩაუტარდა.