აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 023 ადამიანი დაინფიცირდა, 1 078 პაციენტი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 023 ადამიანი დაინფიცირდა, 1 078 პაციენტი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 44 023 ადამიანი დაინფიცირდა, 1 078 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსის ხუთი მილიონ 573 ათასი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 174 255 პაციენტი გარდაიცვალა.

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.