აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული, 50 203 შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული, 50 203 შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ბოლო დღე-ღამეში 50 203 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ 2 685 806 შემთხვევა. ქვეყანაში ვირუსს 128 062 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.