დონალდ ტრამპი – ევროპამ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია, ეს იყო გრენლანდია
აშშ-ის პრეზიდენტis, დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდია ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც აშშ-ს ევროპისგან ოდესმე მიუღია.
„გახსოვთ, ევროპამ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია. იცით, რა იყო ეს? გრენლანდია. ჩვენ ახლახან მივიღეთ გრენლანდია, იცით ამის შესახებ, ხომ ასეა?“ — განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.
როგორც შემდეგ ჟურნალისტმა განმარტა, აშშ-ის პრეზიდენტი უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებას გულისხმობდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ უსაფრთხოების სფეროში შეთანხმება გააფორმეს. როგორც აღინიშნა, შეთანხმების მიზანია გრენლანდიის კონტროლთან დაკავშირებით ტრამპის არაერთი განცხადების შემდეგ წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვა. დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში ცდილობდა გრენლანდიის შეძენას არგუმენტით, რომ ის დაუცველია ისეთი მოწინააღმდეგეებისგან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ასევე რამდენჯერმე დაიმუქრა სამხედრო ძალის გამოყენებით, რამაც დანიასა და ნატო-ს სხვა ქვეყნებში აღშფოთება გამოიწვია.